მთავარისიახლეებიპოლიტიკაიან კელი: ,,თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ნარატივს თქვენი ქვეყნისთვის, ვინმე სხვა...

იან კელი: ,,თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ნარატივს თქვენი ქვეყნისთვის, ვინმე სხვა ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს მას”

Published on

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგიული გეგმა გამოიმუშაოს კომუნიკაციისთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნისას განაცხადა. 
 
„ჩვენს ინტერესებში შედის, რომ თქვენ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რომ თქვენ ნატო-ს, ევროკავშირს შეუერთდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება“, – განაცხადა იან კელიმ.
 
აშშ-ს ელჩის განცხადებით, ეს მესიჯები მკაფიოდ უნდა იყოს გაჟღერებული, რათა ხალხი მის არსს ჩაწვდეს.
 
„ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს მას თქვენთვის ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“, – დასძინა მან.
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...