მაჩალიკაშვილებს პროკურატურამ სპეცოპერაციის იარაღის ექსპერტიზაზე უარი უთხრა

0
487
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაზე უარი უთხრა. 
საგამოძიებო ორგანოში ადვოკატს განუმარტეს, რომ მათ ექსპერტიზა უკვე ჩაატარეს და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილი და მათთვის მიუღებელი იქნება, კუბლაშვილი ამბობს, რომ შუამდგომლობას ძალაში დატოვებს."მაქვს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები, რაც საქმეს მთლიანად ცვლის. ეს იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი ალიბი, რომ სპეცრაზმელის მოქმედება სპეცოპერაციის ღამეს იყო შეცდომა, რის გამოც დავაყენე შუამდგომლობა, რომ მოხდეს იმ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლიდანაც თემირლანს ესროლეს. მივიღე პასუხი, რომ ამ იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და დასკვნა 19 თებერვალს ანუ ხვალ გახდება ცნობილი. ბუნებრივია, გავეცნობი პროკურატურის მიერ უკვე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს და თუ ეს არ იქენება ამომწურავი და სრულყოფილი ისევ მოვითხოვ ჩატარდეს ხელახალი ბალისტიკური ექსერტიზა, რომელშიც ჩაერთვება ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალთუნაშვილი." – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
 
წინა სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საპენსიო რეფორმაზე დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიამიკროავტობუსების მძღოლების აქცია გუბერნიასთან დასრულდა- აქციის მონაწილეები შპს “ექსპრეს 777”-ის გაუქმებას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური