მთავარისიახლეებისაზოგადოებაენმ ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

ენმ ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

Published on

"ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება ,,TV პირველის“ ირგვლივ დაწყებულ სკანდალს. განცხადება ხელისუფლების მხრიდან ,,TV პირველის“ წილის გადაცემის მოთხოვნასა  და ტელეკომპანიის მფლობელზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. ოპოზიციაში ითხოვენ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობა დატოვოს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს ,,ნაციონალური მოძრაობა“ განათლების ყოფილი მინისტრისა, ყოფილი ვიცე პრემიერის,  ალექსანდრე ჯეჯელავას წინააღმდეგაც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილთან ერთად ,,ტვ პირველის“ მფლობელებზე ზეწოლას ახორციელებდა და  კომპანიის 100%-იანი წილის სხვა პირებისთვის გადაფორმებას სთხოვდნენ.პარტიაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს კრიტიკული აზრი დაახშოს და დემოკრატიული ინსტიტუტები სრულად შეზღუდოს.  ,,ისინი მფლობელებს აძალებდნენ, რომ ტელეკომპანიის კანონიერი წილი გადაეფორმებინათ  სხვა მფლობელისთვის, რომელიც გამოიწვევდა ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ჩარევას და რეალურად იმ კრიტიკული აზრის კიდევ ერთი კუნძულის მოსპობას, რომელსაც ჰქვია იმ პრობლემების გაშუქება, რომელიც უკავშირდება სიღარიბეს, სიდუხჭირეს, გაზრდილ კრიმინალს და ა.შ.ხელისუფლება ცდილობს, მოსპოს კრიტიკული აზრი ქვეყანაში და შეასუსტოს ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც კიდევ არსებობს,“- განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...