მთავარისიახლეებიუკრაინა,,პოროშენკო - ისტორიის სანაგვეზე ‘’ - კიევში მრავალათასიანი მარში მიმდინარეობს

,,პოროშენკო – ისტორიის სანაგვეზე ‘’ – კიევში მრავალათასიანი მარში მიმდინარეობს

Published on

უპრეცენდენტოდ ბევრი,  ათასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს კიევში მიმდინარე ,,მომავლის მარშზე , რომელიც უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობა ,,რუხის'' მიერ არის ორგანიზებული. 
 
აქციის მონაწილეები ჯერ ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში შეიკრიბნენ, იქიდან კი მარშით გაემართნენ მიხაილოვსკოეს მოედანზე. იქ ამ წუთებში სახალხო ყრილობა – ვეჩე მიმდინარეობს.
 
აქციის ორგანიზატორი, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე უკრაინული და უცხოური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებსა და კომენტარებში ამბობს, რომ დღევანდელი მარში დაკავშირებულია არა პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან, არამედ პირდაპირ არის მიმართული უკრაინული ხელისუფლების, კერძოდ პრეზუდენტ პეტრო პოროშენკოს  წინააღმდეგ
 
,, მოვისროლოთ პოროშენკო ისტორიის სანაგვეზე’’  – ასეთია ,,მომავლის მარშის’’ მთავარი მესიჯი. 
კიევში მიმდინარე მარშსს ეხმიანება პრეზიდენტი სააკაშვილი:
,,კიევში ფენომენალურად ბევრი ადამიანი  გამოვიდა მარშზე. ვამაყობ კიევით და უკრაინელებით.'' – წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
ხელისუფლებამ კი, როგორც ყოველთვის ახლაც სცადა აქციის სეფერხება. დღეს დილიდან კიევში მეტროს 6 სადგური ერთდროულადდაიხურა, კიევის ქუჩებში 
 
როგორც ჩანს,  პოროშენკო ამაოდ იმედოვნებდა, რომ მიხეილ საააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებით  საპროტესტო მუხტი მოძრაობა ,,რუხში'' თანდათან ჩაქრებოდა და კიევის ქუჩებს მასობრივი აქციები აღარ დაემუქრებოდა. მაგრამ სააკაშვილის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ლიდერის დეპორტაციის შემდეგ ახალი შემართებით გეგმავენ ბრძოლის გაგრძელებას. 
 
დღეს მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პარალელურ აქციებს გეგმავენ ხარკოვში, ვინიცაში, დნეპრში, ოდესაში, ლვოვში.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...