მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ღამით და უახლოეს პერიოდში იწვიმებს

დღეს ღამით და უახლოეს პერიოდში იწვიმებს

Published on

დღეს ღამით და ხვალ დილის საათებშიც დასავლეთ საქართველოს, ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში იქნება ღამით +3 +8, დღისით +8 +13 გრადუსი.
 
წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც.-  ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +1 +6, დღისით +7 +12 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სინოპტიკოსმა ლია კაკიაშვილმა განუცხადა.
 
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება ან დაკლება კი არ არის ნავარაუდები.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...