მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არ სჭირდება ამდენი სადგური ზუგდიდს'' - მძღოლებმა ავტოსადგურ „ექსპრესი 777“ დირექტორთან...

,,არ სჭირდება ამდენი სადგური ზუგდიდს” – მძღოლებმა ავტოსადგურ „ექსპრესი 777“ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ საპროტესტო აქცია დროებით შეაჩერეს

Published on

ზუგდიდში მძღოლების აქცია სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ დასრულდა. აქციის მონაწილე მძღოლები ავტოსადგურ „ექსპრესის 777“ დირექტორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას სადგურის დახურვა მოსთხოვეს. სადგურის დირექტორმა რამდენიმე მათგანი საკუთარ კაბინეტში დაიბარა. შეხვედრიდან გამოსულებმა კი განაცხადეს, რომ აქცია დროებით დასრულდებოდა.
 
„დღეს ვწყვეტთ აქციას და ვნახოთ, რას გადაწყვეტს შპს „ექსპრესის 777“ დირექტორი. არ სჭირდება ამდენი სადგური ზუგდიდს – დახუროს ეს სადგური და გადმოიყვანოს ძველ სადგურზე თავისი „მარშუტკები“.  კლიენტებს გვართმევენ და მუშაობის საშულებას არ გვაძლევენ, ჯერ ერთი ტროტუარზე სადგურის გაკეთება ვის გაუგია?!“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
ისინი სადგურების მოწყობის ლობირებაში მერიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელს, დავით ხუბუას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხუბუა ამბობს, რომ მერიას ამ ტერიტოირაზე სადგურის მოსაწყობად ნებართვა არ გაუცია და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.
 
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურის მოწყობა ჩვენ არ გვეხება. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ მათთან გაარკვიოთ, რა ნებართვა გასცეს და აქვთ თუ არა ამ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება“, – აღნიშნა ხუბუამ.
აქციის მონაწილეებმა საკუთარ სამუშაო ადგილზე, რკინიგზის სადგურისკენ გადაინაცველს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...