მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხი შესაძლოა მიუნხენის კონფერენციაზე კრიტიკის საგანი გახდეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხი შესაძლოა მიუნხენის კონფერენციაზე კრიტიკის საგანი გახდეს

Published on

საერთაშორისო უსაფრთხოების მიუნხენის წლევანდელ კონფერენციაზე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ. სწორედ თემიდან გამომდინარე პირველ სამუშაო დღეს მთავარი მომხსენებლები ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი არიან. სავარაუდოა, რომ გამოსვლების შემდეგ კრიტიკულ შეკითხვებს შორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხიც მოხვდეს.
 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო ამბობს, რომ მან პრეზიდენტს პირადად უთხრა, რომ პოროშენკო სააკაშვილს არასწორად მოექცა.
 
„მიხეილ სააკაშვილს ყველაზე რთულ ვითარებაში მხარს ვუჭერდი უკრაინაში და როდესაც უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლება აძევებს მას უკრაინიდან, უკანონოდ და ამორალურად იქცევა. მე საჯაროდ ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ეს არის არასწორი საქციელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. მომავალშიც დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს ვიდრე უკრაინის ხელისუფლება უკანონო ქმედებებს არ შეწყვეტს. უკრაინაში დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენ ოპოზიცია კოორდინირებულ ქმედებებს ვიწყებთ,“-განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
 
მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხს გამოეხმაურა კონფერენციაზე მყოფი კიევის მერიც. ვიტალი კლიჩკოს განმარტებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევება უკრაინის იმიჯს დააზარალებს.
 
„იურისტი არ ვარ და რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. მიჭირს გავიზიარო ის პოზიცია, რომელიც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს. უკრაინაში არიან სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც და მისი მხარდამჭერებიც. ერთი რამ შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, ეს უკრაინის რეპუტაციას არაფერს მატებს,”-განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...