მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდა

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდა

Published on

შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიაში” განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას გააუქმდეს ავტორიზაცია.”ექსპერთა დასკვნის მიხედვით, დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები შესაბამისად არ ფიქსირდება. არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემები არის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის. დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ვებ გვერდზე კანონით დადგენილ ვადაში.სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისათვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აგრეთვე ცენტრი დაეხმარებათ სტუდენტებს კონსულტაციებითა და დაწესებულებებთან კომუნიკაციაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში. 
 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...