მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

Published on

,,წითელა გვიტევს,  დასამალი არაფერია   – წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში''  – აცხადებს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსტან საუბარში. . 
 
„დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში – 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 
 
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი ასევე მომავალი თაობა. 
 
„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში. 
 
ქალბატონებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება – ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...