მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: ფრაქციას მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებზე სულ 57 ინიციატივა ქონდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ...

ენმ: ფრაქციას მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებზე სულ 57 ინიციატივა ქონდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი არც ერთი არ გაითვალისწინა

Published on

ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ  ენმ-ს არცერთი  ინიციატივა არ გაითვალისწინა, რომელიც  ზუგდიდელებისთვის სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, დევნილების, გარემოვაჭრეების, ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას შეეხებოდა. ამის შესახებ  ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ლიდერმა ანი წითლიძემ  100 დღის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა. წითლიძის თქმით,  ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის გაუქმებით და მუნიციპალიტეტების შერწყმით  ზუგდიდის მერიაში, საკრებულოსა და აიპიებში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა 500 -ით და  სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სახელფასო ფონდმა ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში  1 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. მისივე მტკიცებით,  ბაღის აღმზრდელებს ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით არ მისცეს იანვრის ხელფასები, ამით დაზოგეს თანხები და სამაგიეროდ შექმნეს 4 ტექნიკური ფრაქცია, ოცნების, კონსერვატორების, მწვანეების, და დანიშნეს 5 მოადგილე. ბიუჯეტს ამათი ხელფასები უჯდება 100 ათასი ლარი.გარდა ამისა,  როგორც წითლიძემ განმარატა, ზუგდიდის მერიამ  პარკირების უფლება  იჯარით გადასცა town park-ს რითაც ბიუჟეტმა   70 ათასი ლარით იზარალა.მისი თქმით,  ზუგდიდის მე-2 და მე-4 საჯარო ბაღების მშენებლობის პროცესის შეჩერება ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობით მოხდა, რამაც ბიუჯეტი ფაქტიურად 150 ათასი ლარით აზარალა.წითლიძის მტკიცებით,  ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების არ ჩატარების გამო მთლიანად განადგურებულია ინფრასქტრუტურა. 3000- 5000 მდე სამუშაო ადგილი რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაასაქმებდა. ენმ-ის ბრალდებას ზუგდიდის მერიაში პასუხობენ. ლაშა გოგიას თქმით, წითლიძეს წამოწეულ საკითხებზე არასწორი ინფორმაცია აქვს და სინამდვილეში თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.ასევე არასწორს უწოდებს თაუნ-პარკთან დაკავშირებით ენმ-ის ბრალდებებს ქალაქის მერი და აცხადებს, რომ კომპანიამ ერთი კვართლის თანხა ჯარიმებითურთ ბიუჯეტში უკვე შეიტანა. ლაშა გოგიას თქმით, ბაღებთან დაკავშირებით პრობლემები მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს ხელახალი პროექტირება. რაც შეეხება შპს ანაკლია-განმუხურს, რომლის შენახვა ბიუჯეტს  250 ათასი ლარი უჯდება, გოგიას თქმით, შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის იხარჯება.ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას  სულ 57 ინიციატივა ქონდა,  რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებს ეხებოდა. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...