მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“

ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“

Published on

ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Armenianweekly ავრცელებს.
 
ქნესეთში კანონპროექტი პარტია „იეშ ატიდმა“ წარადგინა.
 
პარტიის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელის პარლამენტმა გენოციდის აღიარების კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ პარლამენტი იმ ხალხმა აირჩია, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა.
 
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე, ციპი ხოტოველი ამბობს, რომ საკითხის სირთულიდან და სავარაუდო დიპლომატიური შედეგებიდან გამომდინარე, ისრაელი აღნიშნული საკითხის მიმართ ოფიციალურ პოზიციას არ დაიკავებს.
 
პარლამენტის სპიკერმა, იული ედელშტეინმა 2015 წელს მთავრობას პოზიციის ცვლილებისკენ მოუწოდა, 2016 წელს კი ქნესეთის განათლების კომიტეტმა გენოციდი აღიარა.
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...