მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი - როდესაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი არ „გავაპრავე“, ეგრევე გავხდი...

გიორგი მარგველაშვილი – როდესაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი არ „გავაპრავე“, ეგრევე გავხდი „ნაცი“

Published on

როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან ცუდად დაგვიბრუნდება, რომ არ გამოვვარდი და არ „გავაპრავე“ ეს ამბავი, ეგრევე გავხდი „ნაცი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა. 
 
პრეზიდენტის თქმით, მას ევროპარლამენტარები წერენ და ეუბნებიან, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი ჰყავთ. 
 
„მე როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ცუდად დაგვიბრუნდება, რომ არ გამოვვარდი და არ „გავაპრავე“ ეს ამბავი, ეგრევე გავხდი „ნაცი“. რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი დაუბრუნდა საქართველოს სტრასბურგის გადაწყვეტილებით სააკაშვილზე. ვინმემ თქვა, როგორ შეგვეშალა მაშინ რომ არ დავუჯერეთ გიორგის? – არა! მეტიც, მე მწერენ დღეგამოშვებით ევროპარლამენტარები, მათ ხომ არ ელაპარაკებიან, იცით რა? – თქვენ პოლიტპატიმარი გყავთ და ამ საქმეს მიხედეთ. მე მაშინაც ვამბობდი, რომ მიაქციეთ ამ თემას ყურადღება, ეს არ არის შაყირში გადასატანი თემა. ერთი საკითხია, როგორ გამოდის სტრასბურგის გადაწყვეტილება და მეორე, როგორ გითარგმნიან შენ ამას პოლიტიკოსები. იმ ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ ეს თემა შენ პრობლემად დაგიყენოს და რომ გეუბნებიან პოლიტპატიმარიაო, რატომ უნდა ვიყო მე ადრესატი, ვისაც მერაბიშვილზე წერენ? მართლა ძალიან მაღიზიანებს ეს საკითხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...