ნიგერიაში სასკოლო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახებას 22 მოსწავლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ AFP ქალაქ კანოს საგზაო პოლიციის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.სკოლის მოსწავლეები კანოში ექსკურსიაზე მიემართებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა გზაზე არსებული ორმოსთვის გვერდის ავლა სცადა და მართვაზე კონტროლი დაკარგა.ავარია ქალაქ კანოდან 50 კილომეტრში მოხდა.
ნიგერიაში სასკოლო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახებას 22 მოსწავლე ემსხვერპლა
Published on