მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ამსტერდამის აეროპორტში ნახეს. მისი სიმშვიდე და ღიმილი ოლიგარქების დამქაშებისთვის ფრიად...

მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამის აეროპორტში ნახეს. მისი სიმშვიდე და ღიმილი ოლიგარქების დამქაშებისთვის ფრიად გამაღიზიანებელია

Published on

პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან  ჰოლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო facebook-ზე წერს და ამსტერდამის აეროპორტში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
 
„მიხო უკვე ამსტერდამშია. ჩვენს „ჯიგიტს“ მეგობარი დახვდა და სამახსოვრო სურათიც გადაუღო. მიაქციეთ ყურადღება მისი სახის გამომეტყველებას, როგორ უჭირს უკრაინასთან განშორება, ალბათ, ისე, როგორც საქართველოსთან განშორება გაუჭირდა. აბა, ყოჩაღად იყავი ამსტერდამში და არ დაგავიწყდეს, როცა უკრაინულ ტელეარხებს ჩაერთვები, ეს კმაყოფილი ღიმილი ჩამოირეცხე და მოწამეობრივ-მრისხანე გამომეტყველება მიიღე!“-წერს დეპუტატი.
 
საინტერესოა, რამდენად ეღიმებათ  სინამდვილეში და არა ფეისბუქზე, მიხეილ სააკაშვილის მტრებს,   როცა მას საბრძოლველად შემართულს, მშვენიერ განწყობაზე მყოფს და ევროპაში თავისუფლად ,,მოსეირნეს' '   ხედავენ. მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ  მალე დაბრუნდება უკრაინაში და დაბრუნდება საქართველოშიც,
 
”მე დავბრუნდები უკრაინაში, რადგან მაქვს ლეგალური ცხოვრების უფლება. მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც. დამთავრდება ოლიგარქიების ბატონობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას. უკრაინაშიც და საქართველოშიც ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, საზოგადოების ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ამ პირობებში საჭიროა დაბრუნება ორივე ქვეყანაში და საჭიროა ვითარების შეცვლა ორივე ქვეყანაში”, – აღნიშნა სააკაშვილმა რუსთავი 2 – თან  ინტერვიუში 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...