მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობოები შრომის უსაფრთხოებაზე ევროკომისრებს მიმართავენ

არასამთავრობოები შრომის უსაფრთხოებაზე ევროკომისრებს მიმართავენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები, შრომის უსაფრთხოების შესახებ კაონპროექტზე ევროკომისრებს მიმართავენ. განცხადებაში საუბარია იმ საკითხებზე, რომლებსაც ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ, მათ შორის ინსპექტორების დაშვება სამუშაო ადგილებზე, კანონის გავრცელების არეალი, სანქცირების მექანიზმი და კანონის აღსრულებისთვის აუცილებელი რესურსი.„საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტზე მუშაობა 8 თვეა მიმდინარებს და ამ დრომდე კანონპროექტის გადახედვაზე არ არსებობს საქართველოს მთვარობის პოზიციები, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახდენს.გამოვთქვამთ, იმედს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);ახალგაზრდა სოციალისტები (YSG); სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი (SNWC); საქართველოს პროგრესული ფორუმი (GPF) დაანალიტიკური პლატფრომა European.ge.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...