მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსკოვში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

მოსკოვში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

Published on

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა.თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ „ან-148“-ზე ფრენის.
 
ამავდროულად, „რუსეთის ფოსტამ“ უარყო ვერსია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, შესაძლოა, აფრენისას ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.
 
ორსკის აეროპორტში თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჭირისუფალთა მხარდასაჭერად ორსკის აეროპორტში სასულიერო პირებიც მივიდნენ. უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...