მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი კიდევ დალევს ჩაის უკრაინაშიც და საქართველოშიც და მეგრულ სულუგუნსაც...

მიხეილ სააკაშვილი კიდევ დალევს ჩაის უკრაინაშიც და საქართველოშიც და მეგრულ სულუგუნსაც მიატანს

Published on

მიხეილ სააკაშვილს ჩაის სმა არ დაააცალეს, მაგრამ, ადრე თუ გვიან,  რაც უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, დარჩება იგი უკრაინაში თუ პოლონეთში გაამგზავრებენ,  იგი კიდევ დალევს ჩაის უკრაინაშიც და  საქართველოშიც, როგორც ეს მოხდა პარლამენტიდან ფეხსაცელგამძვრალი  ედუარდ შევარდნაძის გატანის დროს, და კიევურ და მეგრულ სულუგუნსაც მიატანს. 
 
 კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობენ. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს. 
 
„სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ, ავტომატებით. ის უცებ დააკავეს“, – განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა. 
 
მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ. 
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. ხალხს გზები და აეროპორტები ბლოკირებული აქვს. დავით საყვარელიძე, რომელიც მხარდამჭერთა ერთ ნაწილთან ერთად ბორისპოლის აეროპორტშია და მიხეილ  სააკაშვილის შესაძლო გამოჩენას ელოდება, აცხადებს, რომ მხარადმჭეთა მეორე ნაწილი ჟულიონის აეროპორტშია დადარაჯებული.  გზები ბლოკირებულია, კიეველებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციის არდასაშვებად ხალხი დაძრულია სხვა ოლქებიდან. ,,ასე მარტივად მიშას არავის დავუთმობთ'' – აცხადებენ ისინი.
 
,,ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის აეროპორტებთან თვითმობილიზებულია 7000 ადამიანი. კიევი აჯანყების ზღვარზეა'' – წერს უკრაინული მედია. 
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...