მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი   ადგილობრივი დროით 15:00 საატზე კიევში , თავის სახლთან ახლომდებარე კაფე ,,სულუგუნში დააკავეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სახელმწიფონომრიანი მანქანების თანხლებით. . –  ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ ცოტახნის წინ  სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა და უკრაინულ მედიაში უკვეა ტყდა აჟიოტაჟი. 
თვითმხილველებმა შეძლეს ვიდეოზე დაეფიქსირებინათ დაკავების მომენტი, რომელიც სულ რაღაც 8 წამს გრძელდება, მეტის გადაღების უფლება მათ არ მისცეს. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ უბრძანეს მიწაზე გართხმა რესტორანში მყოფ ერთერთ პირს, რომელიც ამ ვითარების გადაღებას ცდილობდა 
 გამტაცებლებს სანხედრო ფორაზე ეკეტათ წარწერა  "Державна прикордонна служба" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, ანუ მიხეილ სააკაშვილი  სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა.
დავით საყვარელიძესთან ერთად იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა გამოცემა hromadske-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. 
„ახლა მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.
რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.
მათი უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არც უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია ადასტურებს.
 
დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურას ყავდა გამოძახებული იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც ეხება მისი საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისათვის შესაძლო გადაცემას – წერს უკრაინული მედია,  მაგრამ, როგორც სააკაშვილის ადვოკატმა რუსან ჩერნოლუცკიმ დილით განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, რადგანაც მისი ექსტრადირების საკითხის განხილვასაც კი უკანონობად მიიჩნევს. 
დავით საყვარელიძის მოწოდების პასუხად, შემთხვევის ადგილისკენ სააკაშვილის მხარდამჭერები დაიძრნენ, ისმის შეძახილები – ამ პირუტყვებმა მიშა დააკავეს!

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...