გაერო-ს მონაცემებით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სირიაში ავიაიერიშების შედეგად 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.ბოლო კვირაში დაბომბვას 300-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა სირიის ავიაციის დარტყმების შედეგად გარდაიცვალა, რომლესაც მხარს რუსეთი უჭერს.გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის მიხედვით, ახლა სირიაში კონფლიქტს დაწყებიდან ყველაზე სასტიკი და სისხლიანი პერიოდი დგას.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა კონფლიქტის მხარეებს ვითარებია დეესკალაციისკენ მოუწოდა. როგორც გენერალური მდივანი პრესსპიკერმა განაცხადა გუტიერეში „ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულია იმ შესაძლებლობებით, რომ კონფლიქტი შეიძლება სირიის საზღვრებს გასცდეს.“გაერო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიში, რა დროსაც ისრაელის არმიის F-16 ჩამოაგდეს.
სიახლეები
სიახლეები
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...
სიახლეები
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს...
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...