მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ დრომდე გაურკვეველია, სად იმყოფება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც გამტაცებლებმა კიევის ცენტრიდან უცნობი...

ამ დრომდე გაურკვეველია, სად იმყოფება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც გამტაცებლებმა კიევის ცენტრიდან უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

Published on

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კიევში მზაფრი რეაქცია მოყვა, დავით საყვარელიზის მოწოდების პასუხად სააკაშვილის მხარდამჭერები  იკრიბებიან. ამ წუთებსი მოძრაობა ,,რუხის'' წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ,  ვინ იყვნენ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ფორმებში გამოწყობილი ნიღბოსნები, რომელნიც კაფე ,,სულუგუნთან'', დაკავების ადგილზე სამი სახლმწიფონომრიანი მანქანით მივიდნენ და დაკავებული პრეზიდენტი დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
 
რუხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში ინფორმაცია სააკაშვილის მათ მიერ დაკავების შესახებ მათ არ დაუდასტურეს. 
„ახლა მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.
რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.
მათი უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არც უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია ადასტურებს.
 
როგორც ვიუწყეოდით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურას ყავდა გამოძახებული იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც ეხება მისი საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისათვის შესაძლო გადაცემას – წერს უკრაინული მედია,  მაგრამ, როგორც სააკაშვილის ადვოკატმა რუსან ჩერნოლუცკიმ დილით განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, რადგანაც მისი ექსტრადირების საკითხის განხილვასაც კი უკანონობად მიიჩნევს. 

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...