საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის გადაცემის ,, განსხვავებული აქცენტების '' წამყვანს.
გთვაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.
უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდი ალბათობით, მთავრობის დამხობას გამოიწვევს
"უკრაინაში ნებისმიერი რაღაც, რომ მე ციხეში აღმოვჩნდე, დიდ ალბათობით, გამოიწვევს მთავრობის დამხობას, მინიმუმ, მასობრივ გამოსვლებს," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოსა და მესამე პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო შეთანხმდნენ, რომ მის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს დეპორტაციაზე პოლონეთში.
„უკრაინის პროკურატურამ იმიტომ თქვა უარი ჩემს შინა პატიმრობაზე, რომ მოამზადონ ქვეყნიდან დეპორტაცია,“ – ამბობს სააკაშვილი.
როგორც კი გაყალბებას დაიწყებს პოროშენკო, ყველა პოლიტიკური ძალა აუცილებლად გაერთიანდება
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და არ დაუშვებენ, რომ ის დააკავონ.
„პირად რეიტინგებში მაქვს ზუსტად იმდენი, რამდენიც პოროშენკოს, სადავოის, ყველას გვაქვს თანაბარი საწყისი პირობები. იმავე გამოკითხვებში, 43 პროცენტი უჭერს მხარს ჩვენს მოთხოვნებს და 37 არ უჭერს, ეს არის მთავარი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ყველა პარტიის წარმომადგენელი ჩვენთან გამოდის, იგივე სობოლევი, იგივე ლევჩენკო, იგივე ტიმოშენკო, ლუცენკო და სხვა ახალგაზრდა დეპუტატები, ეს ერთი,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ენმ-ის გაძლიერებასა და უკრაინაში მის პარტიას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ თავიდან ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით სხვა პარტიების რეიტინგი უფრო მაღალი იყო.
"როგორც კი გაყალბებას დაიწყებს პოროშენკო და ის აუცილებლად დაიწყებს გაყალბებას, აუცილებლად, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
არ ვაპირებ კუდის ქიცინს, არ ვაპირებ უაზრო კომპრომისებზე წასვლას
არ ვაპირებ კუდის ქიცინს, არ ვაპირებ უაზრო კომპრომისებზე წასვლას," – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემული ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ არის ის პრობლემა პოტენციური ოპოზიციიური პარტნიორებისთვის მისი თვისებებიდან გამომდინარე.
„ჩემი მაგალითი პოლიტიკაში არის ჩერჩილი. ეს ხალხი არავის გაახსენდება ხვალ, ყველას გავახსენდები მე. როგორც არავის ახსოვს ბევრი ადამიანი, ვინცნაციონალური მოძრაობის ჩამოშორდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ზუსტად ასევე აკრიტიკებდნენ ჩერჩილს. დიახ, ჩემს პოზიციაზე ვიდგები ბოლომდე. დიახ, მე არ ვაპირებ კუდის ქიცინს, არ ვაპირებ უაზრო კომპრომისებზე წასვლას. დიახ, ამიტომ ვიმარჯვებ ყოველთვის ბოლოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შემოთავაზება იყო ფულის, თანამდებობის, საქართველოში გაგზავნის და ფულის მიცემის
ეს არის სისტემასთან ბრძოლა და ამ კაცს შევთავაზე, რომ დავილაპარაკოთ, როგორ უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს ედუარდ შევარდნაძის მსგავს ხელშეუხებლობას დაჰპირდა.
„მე მას ვუთხარი თვალებშიც, როცა ვნახე, რომ შევარდნაძეს მე მივეცი გარანტიები, რომ არავინ ხელს არ მოკიდებდა და არც შენ მოგკიდებთ ხელს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მათთან გარიგებას არ აპირებს.
„სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა, ახლა ვიჯდებოდი შოკოლადში. სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა ყველა ეტაპზე იყო შემოთავაზება ფულის, თანამდებობის, პერსპექტივების, საქართველოში გაგზავნის და ბევრი ფულის მიცემის“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს რეიტინგი გაცილებით დაბალია.
ქართულ ციხეშიც რომ ჩამსვან, იქიდანაც ვიბრძოლებ
"ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ქართულ ციხეშიც რომ ჩამსვან, იქიდანაც ვიბრძოლებ. ვიბრძოლებ საქართველოსა და უკრაინაში, გამაგდებენ ევროპაში, იქიდან ვიბრძოლებ,“ –
პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, 18 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე უკრაინის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვა თუმცა, მისი განცხადებით, მანამდე პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ, ასევე გაუშვებენ ფილმს.
სააკაშვილის განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში, ის ორივე ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლებს
„მე არასოდეს მიბრძოლია ჩემი პოლიტიკური მომავლისთვის. თუ მიბრძოლია, ამას მხოლოდ ჩემი ქვეყნის მომავალს ვუკავშირებ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინიდან საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს.
„ამ ქვეყანას მართავენ ოლიგარქები და ამ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, პუტინი,“ – აცხადებს სააკაშვილი.
მე ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსად დავრჩები და ვიქნები უკრაინელი
„მე აუცილებლად, ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსად დავრჩები და ვიქნები უკრაინელი,“ – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ქართველი პოლიტიკოსია ის თუ უკრაინელი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს.
„ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა და აქტივი, რომლისთვისაც მე ვარ მხარდამჭერი, საპატიო თავმჯდომარედაც ამირჩიეს, მაგრამ პარტიის ყოველდღიურად მართვაში არ ვმონაწილეობ, უკრაინაში პარტიის ყოველდღიურად მშენებლობაში, ვმონაწილეობ. საქართველო ჩემი გულია" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სადაც აფერისტობაა, იქ ივანიშვილი ნომერ პირველია
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინასა და საქართველოს ოლიგარქები მართავენ.
საქართველოზე გველეშაპივით არის მომჯდარი ტლუ ოლიგარქი, რომლმაც ქვეყანას, თითქმის ბოლომდე უტირა დედა“
„ჩვენ ისედაც დარღვეული გვაქვს კონსტიტუციური სივრცე საქართველოში, კვირიკაშვილი რა, მართლა პრემიერმინისტრია? მარგველაშვილი მართლა პრეზიდენტია თუ ვიღაც მართლა რაღაცას წყვეტს? რეალურად, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი ტიპაჟი, რომელმაც მოიხსნა მთელი პასუხისმგებლობა, იდეალური რამ მოიწყო თავისთვის. პასუხისმგებლობა არა აქვს, რამე რომ იყოს, იტყვის, მე რა შუაში ვარ, ამათ გააფუჭეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შეფასებისას
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილია ყველაფრის მმართველი და მის გარეშე „ვერ გაფაჩუნდება სამთავრობო დერეფნებში ვერავინ“.
„სადაც აფერისტობაა, იქ ივანიშვილი ნომერ პირველია. ბიტკოინები არის ერთი დიდი აფერისტული პროექტი თანამედროვე მსოფლიოში. სადაც აფიორაა იქ, როგორ შეიძლება, ივანიშვილი არ იყოს. დადგა გლდანში თავისი დიდი ფაბრიკა, საქართველოს ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართა ამ ფაბრიკის ასამუშავებლად“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მიმაჩნია, რომ ენმ-ის შეუძლია, კატალიზატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მარტო ვერც ენმ შეძლებს ამას
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, ახალგაზრდობასთან, ახალ ხალხთან გაერთიანდეს.
ის არავისთან გამორიცხავს თანამშრომლობას, გარდა ღიად რუსეთის აგენტებთან, როგორიცაა, მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი.
„მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, კატალიზატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მარტო ვერც ნაციონალური მოძრაობა შეძლებს ამას,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, წინა არჩევები რომ არ გაყალბებულიყო, ენმ-ს არჩევნების მოგების სერიოზული შანსი ჰქონდა.
იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც – მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე"
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პრორუსული ძალების გარდა, სხვა პარტიებთან, მათ შორის ,,ევროპულ საქართველოსთანაც’’ შეიძლება ითანამშრომლონ, იგი დარწმუნებულია, რომ ,,ევროპულ საქართველოში’’ არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც ივანიშვილისგან ფული არ აუღია. „ იქ არის ხალხი, ვინც არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები (და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი იქ არის -ბრმა არ ვარ), გარდა იმისა, ვინც პირდაპირ აიღო ფული და გაყიდა“
„ნამდვილად, იქ იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც და ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის კარგი ხალხი. იმ ხალხს მაქსიმალურად უნდა ხელის შეწყობა. გაერთიანებაში მათი შემოყვანა მომავალში აუცილებლია, ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის ჩამოშორება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა უკიდურესი უსამართლობაა
"უკიდურესად უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა. ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ არიან მძევლები, ვანოს შემთხვევაში უკვე დოკუმენტური გადაწყვეტილებაა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ მერაბიშვილი და ახალაია ციხეში სხედან.
„ყველას დიდი სისუსტეა, რომ ეს დავუშვით. ჩვენ თვალწინ ალპობენ ციხეში, ადამიანს, ვანოს ვგულისხმობ, რომელმაც ააშენა რაბათი, შექმნა ახალი პოლიცია, რომელმაც მაგრად გაუძლო რუსეთის სპეცსამსახურების შემოტევას, რაღაც მომენტში გაარღვიეს ეს ფრონტი. ბაჩო ახალაიამ ახალი ქართული წარმოება შექმნა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება
ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს პრაიმერისი. ყველა დანარჩენთან ერთად უნდა შეთანხმდნენ პრაიმერისის წესებზე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით .
იგი აღნიშნავს, რომ ენმ-მ ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს.
„არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული.“
გიორგი მარგველაშვილის ფსიქოლოგია შესწავლილი აქვს ივანიშვილს
მისი ფსიქოლოგია შესწავლილი აქვს ივანიშვილს. ივანიშვილი არ გამოიტანდა განაჩენს ისე, რომ არ იყოს დარწმუნებული,“ – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვას, ელოდა თუ არა გიორგი მარგველაშვილისგან, რომ არ შეიწყალებდა.
"ივანიშვილმა ვანო, ბაჩო ჩასვა ციხეში, როცა ჩათვალა, რომ ვერ გატეხდა. ივანიშვილმა იცის, რომ მე მისთვის ვარ გადამწყვეტი საფრთხე და ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ არც უკრაინაში ვიყო და არც საქართველოში აღმოვჩნდე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
გირგვლიანი სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ვერ მოიძია და ამის გამო შეწყალების საქმეზე გაასამართლა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანზე საუბარს არ აპირებს.
„გირგვლიანი სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა მანიაკი, რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები,ციხეში ალპობს საქართველოს გმირებს, გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რაზე იღებს წინა ხელისუფლება პასუხისმგებლობას და რას თვლის შეცდომად.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ამის შესაჩერებლად ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
ვიქნები იქ, სადაც იქნება გამარჯვება
,,ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. მევიქნები იქ, სადაც იქნება გამარჯვება" – ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინი პოროშენკოს მისი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებს.
„სანამ პუტინი არ არის დამარცხებული, სანამ ჩვენ არ დავუბრუნდებით ისევ იმ განვითარებას, იმიტომ, რომ სანამ საქართველო არ დაიბრუნებს აფხაზეთს და საერთოდ ყველა გოჯს მიწის, ეს იგივე უკრაინას ეხება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია თავიდან ბოლომდე, მე არასდროს არ შევწყვეტ ბრძოლას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.