მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიხსნა

გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიხსნა

Published on

 გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #DipSki გაიხსნა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო უწყება მასპინძლობს – აქ  100-მდე დიპლომატი და მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი ერთმანეთს სათხილამურო ტურნირის ფარგლებში შეეჯიბრება.
.გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი დიპლომატიური შეჯიბრის ჩატარებას მიესალმება.
 
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივის დახმარებით კურორტების პოპულარიზაცია და განვითარება მოხდება.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი, სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება.
 
„ოლიმპიადამდე ჩვენ, 2023 წელს კანდიდატი ქვეყანა ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მივიღოთ Free Style-ში და „სნოუბორდში“, საქართველოში. რაც შეეხება ოლიმპიადას, გეტყვით, რომ 6-დან 9 მარტამდე საქართველოს ეწვევა ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ მდგომარეობას, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით, ამის შემდეგ დაიდება გეგმა, რის მიხედვითაც უნდა განვავითაროთ უკვე ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები,“ – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...