მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

Published on

თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.  ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, 26 წლის იყო, მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქიდან გადავარდა.. 
 
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
 

სიახლეები

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...