მთავარისიახლეებისამართალიპაატა ბურჭულაძე: ეს საქმე ალბათ მალე დაიხურება - ...

პაატა ბურჭულაძე: ეს საქმე ალბათ მალე დაიხურება – ბრალი, რომელიც მედება, უსაფუძვლოა

Published on

ეს საქმე არ შეიძლება, რომ მალე არ დაიხუროს, რადგან არ არის არაფერი. ამდენი ხანი ვისხედით, ძალიან კარგად იყო დასმული კითხვები, ყველაფერს პასუხი გავეცი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა", – განაცხადა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა  ბურჭულაძემ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვა დასრულდა. 
 
როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა კონსტრუქციული იყო , თუმცა  „ზოგიერთი კითხვა ისეთი იყო, რომ მას პასუხის გაცემა უხერხულად მიაჩნდა“.
 
"დაკითხვა იყო ძალიან საინტერესო. საჭირო იყო, რომ ყველაფერი სცოდნოდა პროკურატურას. ყველაფერმა საკმაოდ კორექტულად, კარგად ჩაიარა. სულ ცოტა ხანში, ალბათ, დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება. ეს იმდენად თითიდან გამოწოვილი საქმეა, რომ მეუხერხულებოდა კიდეც ზოგიერთ კითხვაზე პასუხი გამეცა.
 
 დაკითხვის შემდეგ სხვა კომენტარი პაატა ბურჭულაძეს არ გაუკეთებია, მან  მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქმეში პოლიტიკური დაინტერესება იკვეთება, თუმცა კონკრეტულად, თუ ვისი მხრიდან, ამასთან დაკავშირებთ არ საუბრობს.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...