მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე...

მიხეილ სააკაშვილი: „შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა ”

Published on

„ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა და კონსტიტუციის ყველა მუხლს ფეხქვეშ თელავს. თუ მე ჩავიდინე ის, რაზეც ლუცენკო რადაში გამოსვლისას ტყუოდა, ვინ აძევებს ქვეყნიდან ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანს?! ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათი ჩანაწერი დამონტაჟებული აღმოჩნდა და ახლა ჩემი მოშორება სურთ. ლუცენკო და პოროშენკო, როგორც ყოველთვის, ტყუიან, მათ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ“, – ასეთი განცხადება გააკეთა  პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიევის   სასტუმროში ერთი საათის წინ მომხდარზე ჟურნალისტებთან საუბრისას. 
 
„მე აქ უცხოელ მეგობრებთან ჩაის დასალევად მოვედი. ჩემთან შემოვიდნენ ადამიანები და მითხრეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. მათ ლიფტში შესვლა და ჩემს სართულზე ამოსვლა სცადეს, თუმცა სასტუმროს დაცვამ მათ შესაბამისი საბუთები სთხოვა, ვინაიდან ეს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიაა. მათ ეს საბუთები არ ჰქონდათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ“ -განაცხადა სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, სპეცრაზმის ჯგუფი კვლავ სასტუმროს მახლობლად იმყოფება. 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...