მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერები ასე უბრალოდ, არავის დაუთმობენ თავიანთ ლიდერს -...

მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერები ასე უბრალოდ, არავის დაუთმობენ თავიანთ ლიდერს – აცხადებს დავით საყვარელიძე:

Published on

დავით საყვარელიძე პოროშენკოს და მის იმედად მყოფ ბევრ სხვას უკრაინაშიც და საქართველოშიც აფრთხილებს: ,,ღონღაძის ისტორიას ვერ გაიმეორებთ!''
 
 ხელისუფლების დაკარგვის შიშითა და მიხეილ სააკაშვილისადმი სიძულვილით ატანილი პოროშენკო მზად არის უკრაინელი ხალხის სისხლი დაღვაროს. გვინდა გავაფრთხილოთ იგი, რომ მიხეილს გადაადგილებისას მუდმივად თან ახლავს ჩვენი,  მართალია,  შეუიარაღებელი, მაგრამ  ომგამოვლილი მხარდამჭერების ჯგუფი,რომელიც ასე უბრალოდ, არავის, თუნდაც პოროშენკოს სპეცრაზმს, არ დაუთმობს თავის ლიდერს. ვურჩევ პეტრო ალექსანდრეს ძეს კარგად დაფიქრდეს, სანამ ღონრაძის ისტორიის განმეორებას შეეცდებოდეს''. – განაცხადა დავით საყვარელიძემ დღეს კიევის სასტუმროსთან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ბინადრობს,  სპეცრაზმ ,,ალფას'' უშედეგო მობილიზაციასთან დაკავშირებით.
 
ლიდერის შესაძლო დაკავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეყრილი ხალხი აქამდე არ ტოვებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას.  ფეისბუქზე ურაინელების გაკეთებულ ათასობით გამოხმაურებას ლაიტმოტივად გასდევს: ,,პოროშენკო აგონიაშია!'' , ,,ქუდზე კაცი მიხეილ საააკაშვილის მხარდასაჭერად!''
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...