მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული

კიევში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული

Published on

კიევში, იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, – ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
 
„სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი „ალფა“ გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ“, – წერს დავით საყვარელიძე.
 
უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ალფას“ სპეცრაზმი არ გაუგზავნია.
 
,,ალფა მხოლოდ უშიშროების სამსახურს არ ექვემდებარება, მას“სხვადასხვა ორგანოების მითითებების შესრულება შეუძლია '' განუცხადა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“  უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.
 
ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. გენერალური პროკურორის წარმომადგენლის ლარისა სარგანის განცხადებით, სასტუმროში სპეცრაზმის გაგზავნასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პოსტი საყვარელიძემ რამდენიმე წუთის წინ დადო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...