მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ Liberation- ს: მაქვს შანსი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მეორე...

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ Liberation- ს: მაქვს შანსი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მეორე ქვეყანა ვაქციო წარმატებულად

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation- ს   ინტერვიუ მისცა. 
 „უკრაინა ვერ შესძლებს გადარჩენას ძლიერი  ეკონომიკური ზრდის გარეშე. მთავრობა არაპოპულარულია. ზოგიერთ რეგიონებში ადგილი აქვს ძლიერ სეპარატისტულ ტენდენციებს. ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობის შერყევისა და ქვეყნის ბალკანიზაციის რისკები რეალურია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მისი თქმით, მის პოლიტიკურ პარტიას „ახალი ძალების მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა შეუძლია.
 
„როდესაც  შევუტიე პოროშენკოს, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს ბლოკავს, ხალხი გარეთ გამოვიდა მანიფესტაციებზე. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ჩემს პარტიას 6-7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტში შევიდეთ. ეს რეიტინგი არც თუ ისე ცუდია პარტიისთვის, რომელიც ექვსი თვის წინ არც კი იყო პოლიტიკურ რუკაზე. ეს ცხადყოფს , რომ პოროშენკო საკმაოდ სუსტია. ის ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, თუმცა ჩემზე თავდასხმით მან მე ავანსცენაზე გამომიყვანა“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
 
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი „წარმატებული უკრაინაა“. 
 
„მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ, თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე გამაერთიანებელი და ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანია – წარმატებული უკრაინა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. ჩემთვის ეს შანსია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ქვეყანა წარმატების ისტორიად ვაქციო. რაც  უნდა მოხდეს, მე ბოლომდე ვიბრძოლებ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...