მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს

ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს

Published on

ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის მიღებამდე ძველ ადგილზე გარევაჭრობის ნებართვას თხოვენ.
 საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის ფრაქცია მაციონალური მოძრაობის'' წარმომადგეელი რომან გოცირიძე შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. 
გარემოვაჭრეების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებამისინი უაღრესადვმძიმე მდგომარეობასი ჩააგდო დამატი ოჯახები ფაქტობრივად ულუკმაპუროდ დატოვა – საქმესისეტი პირი ჩანს, რომ ისინი რამდენიმე თვე ვერ იმუშავებენ, რადგან ახალი ბაზრის მშენებლობა  სადაც  ალტერნატიულ ადგილს პირდებიან,  ჯერ არცკი დაწყებულა.
„მეცხრე დღეა აქციები გვაქვს ზუგდიდში და ყურაღებას არავინ გვაქცევს. ჩვენსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არ შედგა. მოვედით პარლამენტთან და მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი და პროექტიც გვაჩვენეს, წინააღმდეგი არ ვართ იქ მუშაობის, მაგრამ ჯერ მშენებლობაც არ დაწყებულა და მანამდე სად წავიდეთ, როგორ ვიმუშაოთ? სესხები გვაქვს, სახლები იპოთეკაში. მოვითხოვთ, პარლამენტისგან ყურადღებას და ვიდრე ახალი ფართი მოეწყობა, იქამდე დაგვრთონ ნება ძველ ადგილზე ვიმუშაოთ“, –აცხადებს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვე სამუშაოს გარეშე 80 გარემოვაჭრე რჩება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...