ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გათავისუფლდა – ამ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები დეფაქტო აფხაზეთის სასამართლომ გასული წლის 1 აგვისტოს გაასამართლა. მამას, არჩილ როგავას – 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.როგავების გათავისუფლების საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე სისტემატურად განიხილებოდა..“პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, – აცხადებენ სუს-ში.
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული პაატა როგავა გაათავისუფლეს
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...