მთავარისიახლეებიკულტურაგუდაუთის მკვიდრი თავისი საყანე მიწის ხვნისას გვინანტიკური ხანის ...

გუდაუთის მკვიდრი თავისი საყანე მიწის ხვნისას გვინანტიკური ხანის სამარხის ნაშთებს გადააწყდა

Published on

გუდაუთის რაიონის სოფელ აჭანდარის მკვიდრი რუსტამ ჩხაპელია  თავისი საყანე მისწის  ხვნისას ძველი  სამარხის ნაშთებს გადააწყდა.
სამარხში აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, ბრინჯაოს მუზარადი, შუბისა და ისრის ბუნიკები და სხვადასხვა სახის სამკაულები. რუსტამ ჩხაპელიამ სავსებით საფუძვლიანად ჩათვალა, რომ მისი ნაპოვნი არქეოლოგიურ ფასეულობას წარმოადგენს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტს.
 
ხაჯიმბას ადმინისტრაციის პრესმდივნის ნაალა ავიძბას თქმით,  ხაჯიმბას განკარგულებით ადგილზე დაუყოვნებლივ ჩავიდა მეცნიერთა და სამართალდამცველთა ჯგუფი აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის, აფხაზეთის სტორიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა და შშ სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით.
 
მათ ადგილზე გაასუფთავეს და  აღწერეს ნაპოვნი არტეფაქები და შესანახად სოხუმში, ეროვნულ ბანკში გადაიტანეს.  ბანკში ჟურნალისტებს უარი უთხრეს მათთვის დროებით შესანახად მიბარებული არტეფაქტების გადაღებაზე
აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი არკადი ჯოპუა აცხდაებს, რომ მკვლევართა ვარაუდით, ნაპოვნი გვიანანტიკურ ხანას და  ადრეულ შუასაუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. 
 
 ადგილი, სადაც რუსტამ ჩხაპელიამ სამარხი იპოვა ახლოს არის ცნობილ  ე.წ. ცოუხუას სამარხთან, სადაც 2000 წლიდან მუშაობენ რუსი და აფხაზი არქეოლოგები. ცოუხუას სამარხი  ძველი წელთაღრიცხვით VI-IV  სს – ებით თარიღდება. ამ სამარხში აღმოჩენილი ინვენტარი წებელდის  გათხრებისას ნაპოვნი არტეფაქტების მსგავსია
რაც შეეხება უშუალოდ რუსტამ ჩხაპელიას ნაპოვნ სამარხს, როგორც იგი აცხადებს,  იქ განძი და ძვირფასეულობა არ უნახავს – საფლავი, როგორც ჩანს, ხელმოკლე მხედრისაა ან დიდი ხნის წინათ გაძარცული.   
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...