მთავარისიახლეებისაზოგადოებასერტიფიცირება საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებსაც შეეხება

სერტიფიცირება საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებსაც შეეხება

Published on

საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები, სკოლის პედაგოგების მსგავსად, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. აღნიშნულის შესახებ საუბარია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კონცეფციაში.
 ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძის  განცხადებით, სერტიფიცირება ორიენტირებული იქნება ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს აღმზრდელ-პედაგოგების ხელფასების რანჟირება ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებში. 
 
”უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ჩვენს მიერ HR სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ნიშნავს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შექმნას. კონკრეტულად, ორიენტირება იქნება კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბაღებში როგორც ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე აღმზრდელ-პედაგოგების. HR სტრატეგია მოიცავს აქტუალურ საკითხს, რომელიც ნიშნავს მომავალ წლებში ხელფასების ზრდას. ის ასევე მოიცავს გარკვეულ რანჟირებას იმის მიხედვით, თუ რა კვალიფიკაცია იქნება. შესაძლებელია მოხდეს ასევე რანჟირება ხელფასების ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებშია. რეფორმა ორიენტირებულია ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 
თუ რა კრიტერიუმებით მოხდება სერტიფიცირება, კონკრეტულად მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც HR სტრატეგია შემუშავდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ სტრატეგიის შემუშავებაზე”, – განაცხადა გვანცელაძემ. 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...