მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეები აქციებს ქუთაისში, პარლამენტთან გააგრძელებენ

გარემოვაჭრეები აქციებს ქუთაისში, პარლამენტთან გააგრძელებენ [Video]

Published on

ხმაურის, დაპირისპირებისა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა გარემოვაჭრეების  აქცია. ისინი დღეს დილით  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. გუბერნატორმა გარემოვაჭრეების მოთხოვნა გარევაჭრობის დაშვებაზე, მანამ, სანამ მერიის მიერ გამოყოფილი სავაჭრო ობიექტი არ მოწესრიგდება, არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ კატეგორიულად დაუშვებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება და გარევაჭრობის დაშვება. შეხვედრიდან გამოსულმა უკმაყოფილო მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ. ხმაური იყო მ/ა სასახლესთან, სადაც გარემოვაჭრეები მივიდნენ, ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მიერ დაანონსებულ ღია შეხვედრაზე შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.მოგვიანებით გარემოვაჭრეებს მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის მერი შეხვდნენ, თუმცა ეს შეხვედრაც აქციის მონაწილეებისთვის უშედეგოდ დასრულდა.გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, მათი თქმით, ქუთაისში წავლენ და აქციებს პარლამენტთან გააგრძელებენ
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...