მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში ვიზიტად ჩავიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში ვიზიტად ჩავიდა

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო.
 
 ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს.
 
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდება. 
 
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოს და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლის შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან. 
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 10 თებერვალს დაასრულებს. 
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...