მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა გაგრძელდება

დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა გაგრძელდება

Published on

დღეს კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მოსმენას განაახლებს..
მიხეილ სააკაშვილის მიერ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება..
 
დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
 
„დღევანდელი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი დაცვა, ამან შესაძლოა, ხელები გაუხსნას პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს და ამ უწყებებმა მისი ექსტრადაციის პროცესი დაიწყონ,“ – განაცხადა ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.
 
სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს დაავალა, წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც სააკაშვილს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა.
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...