მთავარისიახლეებიპოლიტიკაყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებას - თბილისის დემირელის კოლეჯის თურქი მასწავლებლის საქმემ ევროპარლამენტამდე...

ყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებას – თბილისის დემირელის კოლეჯის თურქი მასწავლებლის საქმემ ევროპარლამენტამდე მიაღწია.

Published on

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენეს – ბრიუსელი თბილისს აფრთხილებს, რომ, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს გადასცემს, მაშინ საკუთარ ავტორიტეტს დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს. – ინფორმაციას ამის სესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
 
თბილისის დემირელის კოლეჯის თურქი მასწავლებლის საქმემ ევროპარლამენტამდე მიაღწია. თურქი მასწავლებელი გლდანის ციხეში ზის. მის გადაცემას ოფიციალური ანკარა ითხოვს და ამტკიცებს, რომ ჩაბუქს იმ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი, რომელიც თურქეთში კანონიერი ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.
საქართველომ ჩაბუქს დევნილის სტატუსზე უარი უთხრა და პრაქტიკულად პირველი ნაბიჯი გადადგა პედაგოგის ექსტრადირებისკენ. 
 
გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ თურქეთის ციხეში ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
კურიერთან ევროპარლამენტარები ჩაბუქის საქმეზე საუბრობენ. რებექა ჰამსს არ სჯერა თურქეთის მიერ ჩაბუქისთვის წაყენებული ბრალის და სწორედ ამიტომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას, რომ ჩაბუქი გადაარჩინოს, მასთან ერთად კი ქვეყნის რეპუტაციაც.
ჩაბუქის ბედი ახლა საქართველოს მთავრობის ხელშია, ამიტომ ვიდრე შედეგი დადგება და თურქი მასწავლებელი თურქულ ციხეში აღმოჩნდება, ბრიუსელი ცდილობს, პროცესი გააჩეროს.
 
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხელისუფლება აფგან მუხთარლის საქმის გამო, მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა, ბრიუსელში აანონსებენ, რომ ჩაბუქის თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში რეაქცია უფრო მწვავე იქნება.
 
ევროპარლამენტართა ჯგუფი თბილისში მომავალ კვირას ჩამოდის. საქართველოს მთავრობასთან საუბრის მთავარი თემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იქნება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...