მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ზოგ-ზოგიერთები დღეს იწყებენ და უნდათ, რომ სააკაშვილთან ჰქონდეთ პოლიტიკური დიალოგი

გიორგი მარგველაშვილი: ზოგ-ზოგიერთები დღეს იწყებენ და უნდათ, რომ სააკაშვილთან ჰქონდეთ პოლიტიკური დიალოგი

Published on

მიხეილ სააკაშვილზე ფიქრი, საუბარი და თემა დავამთავრე მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ზოგ-ზოგიერთები დღეს იწყებენ და უნდათ, რომ სააკაშვილთან ჰქონდეთ პოლიტიკური დიალოგი. მე 10 წელიწადი სააკაშვილის კრიტიკაში ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იბერიას“ ეთერში განაცხადა. 
 
მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა შს ყოფილ მინისტრზე ვანო მერაბიშვილზე და სტრასბურგის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. 
„დღეს ვანო მერაბიშვილი არის სტრასბურგის მიერ დაზარალებულად ცნობილი. როდესაც იმ დაპირისპირებაში ვიყავით, წარმოვიდგენდით, რომ რამდენიმე წელიწადში მერაბიშვილზე ჩვენ ევროპა მოგვიტრიალებდა და გვეტყოდა, რომ ეს კაცი რატომ არის დაზარალებული?! ვამბობდი მერაბიშვილზე, რომ ცუდად დაგვიბრუნდება, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, დღეს, არავის არ მოუთხოვია პასუხი არავისთვის იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აბსურდზე, რომ ვანო მერაბიშვილი არის მსხვერპლი“ , – განაცხადა მარგველაშვილმა.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...