მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილოა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილოა

Published on

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის მსხვერპლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გუშინ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.
 
მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში უკმაყოფილებას გამოხატავს და  აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებული დარჩა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც მას აქამდე ჰქონდა, მაგრამ  არანაირი კონკრეტული პასუხი არ მიუღია. მე თან ადვოკატი მყავდა და ამათ შეიძლება რაიმე გაიგეს, მაგრამ მე თავი და ბოლო ვერ გავიგე. , თუმცა იმედით ვცხოვრობ”, – განაცხადა მან. 
 
მაჩალიკაშვილი გაჩერებას არ აპირებს. . ”მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვიხმარ იმისთვის, რომ თემირლანის სიმართლე დადგინდეს. თანამდებობის პირებისგანაც რამდენადაც შევძლებ მოვითხოვ, რომ შემახვედრონ, რომ მათთან ვილაპარაკო და შეკითხვები დავუსვა. ჩემი საბოლოო ბრძოლა ისევ ამ ერთ საკითხზე გაჩერდება, რომ ევროპულ სასამართლოში გავიტანო ჩემი შვილის საქმე”, – განაცხადა მან. 
 
მისივე თქმით, მთელი ჩეჩნური დიასპორა ევროპიდან და მის ფარგლებს გარედან ურეკავს, ნახევარი საქართველო და მთელი პანკისის ხეობა ეუბნება, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღოს და საბოლოოდ ალბათ ასეც მოიქცევა.

 
მაჩალიკაშვილების ეხვედრას პროკურორთან პანკისის ხეობაშიც ეხმაურებიან. 
 
უხუცეს ქალთა საბჭოს წევრის თქმით, ადგილობრივების ნაწილს არ ჰქონდა იმედი, რომ მაჩალიკაშვილები ირაკლი შოთაძისგან კონკრეტულ პასუხს მიიღებდნენ.
 
„ეს შეხვედრა ვერ დააკმაყოფილებდა ამ მშობლების ვერც კითხვებს, ვერც პასუხები იქნებოდა ამომწურავი. ამ ბავშვის დამნაშავეობის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ, რომ ჰქონდეთ, აქამდე თვალებზე ააფარებდნენ. უნდა ჩამოვიდეს პროკურორი და მოსახლეობას შეხვდეს. ჩემ გარდა, ყველა ადამიანს აქვთ გარკვეული შეკითხვები,“- განაცხადა პანკისის ქალთა საბჭოს წევრმა, ეთერ ციხესაშვილმა. 
 
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს  ირაკლი შოთაძემ განუმარტა, თუ რატომ არ ჩავიდა იგი პანკისში მოსახლეობასთან შესახვედრად. პროკურორის თქმით,  გამოძიების მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია, მათი გაჟღერება არ შეიძლება და ხეობაში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა.  
 
”მთელი პანკისის ხეობა ითხოვდა ბატონი შოთაძის პანკისში ამოსვლას, რათა გასაუბრებოდნენ მას და დაესვათ შეკითხვები. თუმცა, მე დამიკავშირდნენ თბილისიდან და შემომთავაზეს, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში 10-12 კაციანი ჯგუფით, მე უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კიდევ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვსულიყავი. მე მოვისმინე უხუცესების აზრი და მათ მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი მთავარ პროკურორს. პირველად შოთაძემ დაიწყო საუბარი, მე რომ დამეწყო ვკითხავდი, თუ რატომ არ ამოვიდა ის ხეობაში. ვიდრე მე ვეტყოდი, თავად დაიწყო ამაზე საუბარი და ახსნა, რომ რაღაც ნაწილი არის გასაიდუმლოებული და არ შეიძლება ითქვას, სწორედ ამიტომ ვერ ამოვედი ხეობაშიო. '' – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 

 ადგილობრივების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ შეხვდა ირაკლი შოთაძე ხეობის მაცხოვრებლებს, მაშინ, როცა დაკავშირებული გამოძიების დეტალები ამ დრომდე უცნობია.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...