სარფის საბაჟოზე ტექნიკური ხარვეზებია, რის გამოც მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ. ისინი ამბობენ, რომ დილიდან საბაჟო პუნქტთან იმყოფებიან, თუმცა რეგისტრაციას ვერ გადიან
.შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მათივე ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით გადასვლა ჩაკეტილი არ არის, არამედ შეფერხებულია. რაც შეეხება ტრასპორტს, ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.
ტექნიკური შეფერხება, მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებზე ვრცელდება.
როდის შეძლებენ თურქეთის ტერიტორიაზე მოქალაეები გადასვლას, ჯერჯერობით უცნობია. ”რამდენი ხანი გასტანს შეფერხება არ ვიცით. როგორც თურქი მებაჟეები ჩვენ თანამშრომლებს ეუბნებიან, ისინი ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით, თურქეთის მიმართულებით მოქალაქეებს არ უშვებენ”, – აცხადებენ შინაგან საქმეტა სამინისტროში