მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის საბაჟოსთან მდგარი მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ

სარფის საბაჟოსთან მდგარი მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ

Published on

 სარფის საბაჟოზე ტექნიკური ხარვეზებია, რის გამოც მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ. ისინი ამბობენ, რომ დილიდან საბაჟო პუნქტთან იმყოფებიან, თუმცა რეგისტრაციას ვერ გადიან
 
.შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მათივე ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით გადასვლა ჩაკეტილი არ არის, არამედ შეფერხებულია. რაც შეეხება ტრასპორტს, ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. 
ტექნიკური შეფერხება, მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებზე ვრცელდება. 
 
 როდის შეძლებენ თურქეთის ტერიტორიაზე მოქალაეები გადასვლას,  ჯერჯერობით უცნობია. ”რამდენი ხანი გასტანს შეფერხება არ ვიცით. როგორც თურქი მებაჟეები ჩვენ თანამშრომლებს ეუბნებიან, ისინი ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით, თურქეთის მიმართულებით მოქალაქეებს არ უშვებენ”, – აცხადებენ შინაგან საქმეტა სამინისტროში

სიახლეები

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა...

რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან...