მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მიხეილ სააკაშვილს კარგი რეპუტაცია აქვს აშშ- სა და ევროკავშირში''. - აცხადებს...

,,მიხეილ სააკაშვილს კარგი რეპუტაცია აქვს აშშ- სა და ევროკავშირში”. – აცხადებს ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი

Published on

,,მიხეილ სააკაშვილს კარგი რეპუტაცია აქვს  აშშ- სადა ევროკავშირში''. – აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი შეერთებული შტატებიდან ჰარი თაბახი.
 
,,ის ერთადერთია პოსტსაბჭოთა სიცვრცეში, რომელმაც უკეთესობისკენ შეცვლა ცხოვრება, ციხეებში ჩასვა და ალაგმა  ქურდები, დაამარცხა კორუფცია და  წინააღმდეგობას უწევდა  პუტინს. ამიტომ აფასებენ და პატივს სცემენ მას დასავლეთის ლიდერები'' – განაცხადა ექსპერტმა Uklife – სათვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
პოლიტილოგის თქმით, სააკაშვილს პატივს სცემს პრეზიდენტი ტრამპიც, რომელიც შეხვედრია მას, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. 
 
კითხვაზე,  როგორ აფასებენ დასავლეთში და პირადად ის სააკაშვილის მონაწილეობას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში,  ჰარი თაბახმა განაცხადა, რომ ეს მისი  შესაფასებელი არ არის. მაგრამ ის, რომ სააკაშვილი გამოდის ქუჩებსა და მოედნებზე და აპროტესტებს არსებულ ვითარებას – დემოკრატიის მაჩვენებელია. აი ის კი, რომ მას ამისთვის ქვეყნის მოქალაქის სტატუსი ჩამოართვეს, დემოკრატიის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. –  თუკი სააკაშვილს უკანონოდ მიანიჭეს მოქალაქეობა, პირველ რიგში უნდა დაისაჯოს არა სააკაშვილი, არამედ  ის სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც ეს დაუშვეს ‘’ – დასძინა მან. 
 
,,შეგახსენებთ, გადაწყვეტილება საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პირადად პეტრო პოროშენკომ მიიღო’’. – ნათქვამია ინტერვიუს რეზიუმეში. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...