მთავარისიახლეებისაზოგადოებამრავალშვილიანი დედა საოლქო პროკურორთან შეხვედრას ითხოვს-მანანა თაკალანძე აცხადებს, რომ ბინა მოტყუებით წაართვეს....

მრავალშვილიანი დედა საოლქო პროკურორთან შეხვედრას ითხოვს-მანანა თაკალანძე აცხადებს, რომ ბინა მოტყუებით წაართვეს. [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან საპროტესტი აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილე მანანა თაკალანძე აცხადებს,  მას ბინა თაღლითობითა და მოტყუებით წაართვა შპს სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბერძენიშვილმა,  რომელმაც ბინების გაცვლის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოაწერინა ხელი 2017 წლის 7 ივნისს. მან პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა და ითხოვს უძრავი ქონების დაბრუნებას და დამნაშავეების დასჯას, ასევე ზუგდიდის პროკურორთან შეხვედრას.მანანა თაკალანძ მრავალშვილიანი დედაა, ის ამჟამად ნათესავთან ცხოვრობს. საოლქო პროკურატურასთან იმყოფება თაკალანძის ოჯახის ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თაღლითურად წაართვეს ბინა და მოტყუებით მოაწერინეს ხელი საბუთზე.რაც შეეხება  შპს სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილეს, აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
 
 

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...