ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც გარევაჭრობის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომას გარემოვაჭრეებისა და შიდამოვაჭრეების ნაწილი ესწრებოდა. შიდამოვაჭრეები ეწინააღმდეგებიან გარევაჭრობის დაშვებას და მის აკრძალვას ითხოვენ, მათ ეს პოზიცია საკრებულოს სხდომაზეც დააფიქსირეს. თავის მხრივ გარემოვაჭრეები გარევაჭრობაზე ნების დართვას ითხოვენ. მათი გაღიზიანება გამოიწვია უმრავლესობის პოზიციამ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. საკრებულოზე შუამდგომლობა დააყენა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც წინა საკრებულოს მიერ მიღებული გარევაჭრობის რეგულაციის წესის შეცვლასა და კომისიის შექმნას ითხოვს. კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს საკრებულოსუმრავლესობა.გარემოვაჭრეებმა სხდომაზე ითხოვეს გარევაჭრობის დაშვება, მანამ, სანამ კომისია საკითხს შეისწავლის, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ამის შემდეგ გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა. ისინი აცხადებენ, რომ დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და მუშაობას დაიწყებენ.
გარემოვაჭრეებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
სიახლეები
საზოგადოება
მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა
მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს...
საზოგადოება
სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო....
საზოგადოება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა - სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს...
სიახლეები
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო...