თბილისში გუშინ 2 მოზრდი დაჭრეს

0
502
წითელ ბაღთან გუშინ საღამოს ორი მეთორმეტეკლასელის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.სისხლიანი დაპირისპირების სავარაუდო მიზეზებზე დღეს თავად 35-ე საჯარო სკოლაში საუბრობენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი  დაესხა, მცირე  დაპირისპირების შემდეგ კი მათ მე-12 კლასელებს ჭრილობები მიაყენეს.„ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“-აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე.   თბილისის 35-ე საჯარო სოკოლის დირექტორის განცხადებით, დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მიხეილ ჩიკვილაძე შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა კამერებმა აღბეჭდა.„როგორც მშობლებმა ამიხსნეს, ეს მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთი მგონი მიდიოდა მასწავლებელთა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომელსაც იკვლევს საგამოძიებო უწყება,“-აცხადებს თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე.ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის  35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, მან მოსწავლეებთან დაკავშირებით დეტალები არ იცის, თუმცა ბარამიძე კონფლიქტის რაიმე შემთხვევას ვერ იხსენებს. მისი თქმით, სავარაუდოდ სკოლიდან გადასვლა გაცდენებს უკავშირდებოდა.
წინა სტატიაწამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა
შემდეგი სტატიაინტენსიური თოვისა და ყინვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური