მთავარისიახლეებისაზოგადოება„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა

Published on

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „​რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა „ჰეშთეგში“ განაცხადა.
 
„ჩემს თანამშრომლებს, ყველას ვთხოვე, ძალიან მკაფიოდ, რომ დარჩნენ და განაგრძონ „რადიო თავისუფლებისთვის“ მუშაობა, ეს განსაკუთრებით ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამ კი ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებინა თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ის დარჩებოდა და თბილისის ბიუროს უხელმძღვანელებდა.
 
სამწუხაროდ, მან თქვა, რომ ამ პირობებში ვერ წარმოუდგენია მუშაობის გაგრძელება. ამის შესახებ თანამშრომლებს უკვე აცნობა“,- განაცხადა „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა.
 
„​რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.
 
 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის რეჟიმის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი

ირანში საჰაერო დარტყმას მაღალი რანგის სამხედრო პირი ემსხვერპლა — „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის...