მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კიევში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი აქვს

პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კიევში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი აქვს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე დღეს სააპელაციო სასამართლომ მსჯელობას განაახლა.
 
ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პროცედურები ხელოვნურად არის დაჩქარებული.
 
უფლებადამცველის თქმით, არსებობს რისკი, რომ სასამართლო კოლეგია ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
 
„დღეს განიხილება სააპელაციო საჩივარი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შედეგი.
ხელისუფლება ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით, მოსამართლეებმა უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეების კოლეგია კვლავ იქნება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ და მიიღებს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...