მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა 5 თებერვლამდე გადაიდო

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა 5 თებერვლამდე გადაიდო

Published on

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 5 თებერვლამდე გადადო. ამის შესახებ УНН იუწყება.
 
„სააკაშვილის განცხადება სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, საქმე გადაეცეს შესაბამის სამსახურს აცილების საკითხის განსახილველად. შემდეგი სასამართლო სხდომა გაიმართება 5 თებერვალს 10:00 საათზე“, – განაცხადა მოსამართლემ.
 
შეგახსენებთ, რომ კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს დაავალა, წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც სააკაშვილს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...