გარემოვაჭრეებმა მერიაში შესვლა სცადეს, რასაც სამართალდაცავების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა, დაპირისპირებისას პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის შეტაკებისას ერთ-ერთი აქციის მონაწილე ქალბატონი ხალხის მასამ მოიყოლა, რის გამოც ცუდად გახდა.
ადგილზე გამოძახებულიქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მანამდე კი დაშავებულს პირველადი დახმარება აქციის მონაწილეებმა აღმოუჩინეს.
გარემოვაჭრეები აქციას დილიდან მართავენ, ისინი ლაშა გოგიასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი შეთავაზებულ ფართზე გარემოვაჭრეები უარს ამბობენ, რადგან მათი თქმით, იქ გადასახდელი თანხა მათ არ გააჩნიათ, რადგან მცრებიუჯეტიანი საქონლით ვაჭრობენ.