მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მერიასთან აქცია განაახლეს

გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მერიასთან აქცია განაახლეს

Published on

გარემოვაჭრეებმა აქცია ისევ განაახლეს. ისინი გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ.

 

აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან მერიასთან და ლაშა გოგიასთან შეხვედრას ითხოვენ.

შეთავაზებულ ფართზე გარემოვაჭრეები უარს ამბობენ, რადგან მათი თქმით, იქ გადასახდელი თანხა მათ არ გააჩნიათ, რადგან მცრებიუჯეტიანი საქონლით ვაჭრობენ : „ჩვენ იქ ვერ შევალთ, იმიტომ რომ არა გვაქვს იმდენი საქონელი, რომ იქ გადავიხადოთ ფული. სხვა გზა არ გვაქვს, გარეთ უნდა დავდგეთ. ყოველდღიური სესხები გვაქვს, სახლში მოხუცები, ბავშვები, აბადმყოფები გვყავს, რა ვქნათ, პური არ ვჭამოთ? ფეხს არ მოვიცლით აქედან“- ამბობენ მოვაჭრეები.

 

იმავე მოთხოვნით აქცია მოვაჭრეებმა გუშინაც გამართეს, მათი ნაწილი მუნიციპალიტეტის მერსაც შეხვდა, თუმცა შეხვედრიდან გამოსული მოვაჭრეები უკმაყოფილო იყვნენ ამ შეხვედრით და განაცხადეს, რომ აქციებს გააგრძელებდნენ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...