გარემოვაჭრეებს დღეს ზუგდიდის მერი არ შეხვედრია, თუმცა გუბერნატორის „დანაბარების“ შემდეგ ლაშა გოგიას პოზიცია გარემოვაჭრეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააცნო. დეპუტატის თქმით, მერი თანახმაა კომისიის შექმნაზე, თუმცა გარემოვაჭრეების მოთხოვნას, გარევაჭრობის დაშვებაზე არ თანხმდება.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოვაჭრეებმა გეზი ბაზრისკენ აიღეს და თავიანთ ტერიტორიებს დაუბრუნდნენ. ადგილზე მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია დახვდათ მობილეზებული, რასაც ხმაური მოყვა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ და მუშაობას გააგრძელებენ. ისინი ადგილზე რჩებიან, ზოგიერმა მათგანმა საქონელი გამოიტანა და ძირს დაყრა:“ აი ამ საქონლით მეუბნებიან „ალიანსის“ ბაზრობაზე შედიო, როგორ, რანაირად, 100 ლარის საქონელი რომ მაქვს ამითი შევიდე? წადით და ნახეთ რამდენი ლარის საქონელი აქვთ იქ, ჩვენ ჩვენი სავაჭრო საქონლით ამდენი თანხა როგორ გადავიხადოთ?“- აცხადებენ გარემოვაჭრეები და ტერიტორიაზე რჩებიან